ქუთაისში შშმ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 15, 2022
15.06.22 – ბაღდათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხევდრას საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა ფედერაცია „აღორძინება 2002“- ის წევრები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, პარტნიორობასა და გაწევრიანების მექანიზმებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.