ქუთაისში სკოლის მოსწავლეების ჩართულობით პიარ-აქცია გაიმართა
მაისი 18, 2022
18.05.22 – ქუთაისი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით პიარ-აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობა იყო, რომლის ფარგლებშიც ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს.
პიარ-აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვები ევროკავშირის საკითხებზე. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო სპეციალური ყუთიდან კითხვა ამოეღო და სწორი პასუხის შემთხვევაში საჩუქარი მიეღო.