ქვემო და შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით მოქმედი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 21, 2021

21.10.21 – ქვემო და შიდა ქართლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქვემო და შიდა ქართლში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და ერთიანი სისტემური მიდგომის მნიშვნელობას პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ეფექტური გამკლავების მიმართულებით.

შეხვედრას, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გაუწიეს და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.