ქვემო ქართლის ბიურო თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში ჩაერთო

ნოემბერი 22, 2021

22.11.21 – ქვემო ქართლი

„ევროკავშირი მრავალფეროვნების კვალდაკვალ და საქართველო“ ამ სახელწოდებით გამართულ შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ახალგაზრდებს ევროპული ღირებულებები და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო. შეხვედრა თანასწორობის კვირეული ფარგლებში გაიმართა.

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდებს. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.