ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა
ივლისი 27, 2021

27.07.21 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი, მარნეულის ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო, რომელსაც მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს ვრცლად ესაუბრა ნატო-ს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრონციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.