რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 13, 2022
13.12.22 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და არასამთავროგო ორგანიზაციასთან „აფხაზინტერკონტი“ თანამშრომლობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე ახალგაზრდებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მცირე ვიქტორინაც გაიმართა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მოსწავლეთა კითხვებს.