რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

თებერვალი 18, 2022

18.02.22 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა კვესელავამ, მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნას მათი დაძლევისათვის უწევს.

შეხვედრას, რომელსაც 65-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.