რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ნოემბერი 16, 2021

16.11.21 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძემ მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და მისი გავლენა ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე. ყურადღება გამახვილდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებზე.

შეხვედრას, რომელსაც 50-მდე მუნიციპალიტეტების თანამშრომელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.