რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
დეკემბერი 14, 2021
14.12.21 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის 40-მდე წარმომადგენელს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა, ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და ერთიანი სისტემური მიდგომის მნიშვნელობას პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით.
შეხვედრას, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.