რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 22, 2021

22.09.21 – ამბროლაური, ცაგერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
40-მდე მონაწილეს, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში კომუნიკაციების განყოფილების უფროსი ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციის ისტორიაზე, მის მნიშვნელოვან როლსა და საკომუნიკაციო არხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოში და ხაზი გაესვა ძირითად პრორუსულ გზავნილებს.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.