რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას შეუერთდა

სექტემბერი 19, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურო  ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, სოფელ ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის ეზოში ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას შეუერთდა.

შეხვედრაზე ევროინეგრაციის საკითხებზე მოხსენება,თამარ გოგოლაძემ წაიკითხა.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ევროკავშირის შექმნის ისტორია, ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და პერსპექტივებზე, ასოცირების შეთანხმებაზე და  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.ყურადღება გამახვილდა, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე.სესიის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

შეხვედრა კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ჩატარდა და მონაწილეობდნენამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერულითანასწორობის საბჭოს წევრებიადგილობრივიმაცხოვრებლებიბაღის მენეჯერებიპედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა პროექტის ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნულის უწყვეტი განხორციელებისთვის“ ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა.