რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 22, 2023

22.03.23 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რაჭის ახალგაზრდობის ასამბლეის წევრებთან ონის იუსტიციის სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცის პროცესზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გიორგი ალავიძემ, კი ასამბლეის წევრებს გააცნო სტაჟირების პროგრამა და გაუზიარა საინფორმაციო ცენტრში მიღებული გამოცდილება. ასევე, ისაუბრა ახალგაზრდების როლზე და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.