რეგიონალური მედიისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მედია სკოლა ჩატარდა
თებერვალი 10, 2020
![infocenter-news](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2020/06/infocenter-news-12.jpg)
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში ” განხორცილებაში ჩართული რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მედია სკოლა ჩატარდა.
მედია სკოლას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე, მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე აშშ- პროექტის ფარგლებში საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ღირებული შინაარსობრივი პროდუქტის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
მედია სკოლის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებზე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბელგიის საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერ კატი ვერცელენისგან.
პროექტი “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში ” საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.