რეგიონალური მედიისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ივლისი 14, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში ” განხორციელებაში ჩართული და სხვა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, “ევროკავშირის კვლევისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და ატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობების წევრმა მიხეილ დარჩიაშვილმა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე საქართველოსთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე ისაუბრეს.