რეგიონების მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2022

28.03.22 – რეგიონები

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო კანდიდატი ქვეყნებისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ პოლიტიკურ მხარდაჭერასა და გაზრდილ ფინანსურ დახმარებას.

სემინარს, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.