რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

აპრილი 23, 2021

23.04.21 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და მექანიზმებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. Მთელი საქართველოს მასშტაბით 65-მდე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, მონაწილეებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკის და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.