რეგიონის მოსწავლეებისთვის საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ივნისი 11, 2021
11.06.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველო-ამერიკის ურთიერთობის საკითხებზე, რეგიონის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
მოსწავლეებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე ესაუბრა და კონკრეტულ მაგალითებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა განსაკუთრებულად აღნიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა და ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს. მოსწავლეები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებითა და ამ კონტექსტში საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწვერიანების პერსპექტივით.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.