რეგიონის პროფესორ-მასწავლებლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

აპრილი 7, 2021

07.04.21 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონის პროფესორ-მასწავლებლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. 100-მდე რეგიონის პროფესორ-მასწავლებელს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებასა და მის მიზნებსა და ამოცანებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობას.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.