რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართა
დეკემბერი 8, 2022
08.12.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ მიმართა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მსგავსი სემინარების მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსმა მენეჯერმა, აკაკი შეყელაძემ ვრცლად ისაუბრა კიბერსივრცესა და კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობაზე კიბერსივრცეში და მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა.
მედიასკოლის რიგით მეოთხე სემინარი ონლაინ გაიმართა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ტელე-რადიო და ონლაინ გამოცემების 25-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.