რუსთავის ამერიკულ კუთხეში ევროკავშირის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 11, 2023
11.07.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის ამერიკულ კუთხეში, ევროკავშირში არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაზე, ევროკავშირის ეგიდით მიღებულ სხვადასხვა აქტზე ესაუბრა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.