რუსთავის ამერიკულ კუთხეში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 12, 2023
12.07.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის ამერიკულ კუთხეში, პროექტის „მწვანე ნაბიჯები“ ფარგლებში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება. მომხსენებელმა, ასევემ მონაწილეებს ის სამართლებრივი აქტები გააცნო, რომლებიც სწორედ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული.
შეხვედრის მეორე ნაწილში, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის ეგიდით საქართველოში მოქმედ გარემოსდაცვით პროგრამებსა და პროექტებზე.