რუსთავის მერიაში ახალგაზრდებთან კიბერჰიგიენის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 15, 2023

15.06.23 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ჩართულობით, ახალგაზრდებთან კიბერჰიგიენის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, აკაკი შეყელაძემ კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.