რუსთავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 7, 2023
07.12.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობასა და მიმდინარე თვეში დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის მოსალოდნელ შედეგებზე. საუბარი, ასევე, შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.