რუსთავის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

თებერვალი 9, 2024

09.02.24 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის N10 საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საუბარი ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.