რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის კიბერჰიგიენის საკითხებზე სემინარი გაიმართა
აპრილი 21, 2023
21.04.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის კიბერჰიგიენის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსმა მენეჯერმა აკაკი შეყელაძემ, ვრცლად ისაუბრა კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, არსებულ გამოწვევებსა და საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მონაწილეებს ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.