რუსთავის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2023

29.09.23 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა,პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და მისი ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ლანა ხარატიშვილმა განგრძო და მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებზე ესაუბრა და ის ორგანიზაციები გააცნო, რომლებიც ახალგაზრდებს პროგრამის Erasmus+ ფარგლებში მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს სთავაზობენ.