რუსთავის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

სექტემბერი 29, 2023

29.09.23 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე, რუსთავის N11 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები და ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივების განხილვაზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ლანა ხარატიშვილმა, მონაწილეებს ინფორმაცია გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს პროგრამის Erasmus+ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.