რუსთავის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

მარტი 1, 2024

01.03.24 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ევროკავშირის შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი განიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე.

გარდა ამისა მომხსენებელმა მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საფეხურზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობები და ის ორგანიზაციები გააცნო, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.