რუსთავის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 10, 2024
10.04.24 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და რუსთავის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც 70-მდე მოსწავლე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზნებზე, ამოცანებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ნატოს პოლიტიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის გზებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.