რუსთავის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 10, 2024

10.04.24 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და რუსთავის N28 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზნებზე, ამოცანებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ნატოს პოლიტიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის გზებზე.