რუსთავის მუნიციპალიტეტის სკოლის არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 15, 2021

15.10.21 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის N18 საჯარო სკოლის არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშილმა, ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.