რუსთავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 11, 2022

11.02.22 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მოსწავლეებს ნატო-ს დაარსებისა და გაფართოების ისტორია, ორგანიზაციის მთავარი პრინციპები და ამოცანები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.