რუსთავის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 27, 2021

27.04.21 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ნატო-ს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები. ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა დისკუსიის ფორმატში დასვეს შეკითხვები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. სკოლის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის თემატიკაზე შეხვედრის ჩასატარებლად.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.