რუსთავის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 12, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, რუსთავის 13-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ონლაინ  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებისა და გაფართოების ისტორია მიმოიხილა, მოსწავლეებს გააცნო ნატო-ს, როგორც ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი მიზნები, ამოცანები და პრინციპები, ასევე, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის არსებული მექანიზმები.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.