საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2021

08.06.21 – სოფელი კორბოული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე და გაფართოების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის შესაძლებლობასაც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები იძლევა. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.