საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 9, 2021

09.06.21 – სოფელი ჭორვილა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. მომხსენებელმა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ეტაპები და ის საგანმანათლებლო პროგრამები მიმოიხილა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ჩაერთონ. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.