საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მარტი 30, 2022

30.03.22 – საჩხერე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს და საჩხერის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.