საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებსა და მოსწავლე-ახალაგაზრდობის სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 23, 2023

23.02.23 – საჩხერე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით, ბიბლიოთეკარებსა და მოსწავლე-ახალაგაზრდობის სახლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ში გაწევრიანების ეტაპებზე ესაუბრა. აქცენტი გაკეთდა კანდიდატის წევრობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.

შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელი ნათია ახალაია ესწრებოდა, რომელმაც უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკას თემატური ლიტერატურა, ხოლო შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.