საჩხერისა და ჭიათურის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა

ივლისი 15, 2022

15.07.22 – საჩხერე და ჭიათურა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, საჩხერისა და ჭიათურის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, მიზნებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მოქალაქეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

სემინარები პროექტის „ცხინავლის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა. პროექტს საქართველოში „SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.