საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2022

28.09.22 – საგარეჯო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.
დისკუსიის ნაწილში ახალგაზრდებმა ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელშესახები სიკეთეები განიხილეს.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.