საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიდერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 22, 2022

22.12.22 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიდერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რისკებსა და პასუხისმგებლობებს, რაც ევროინტეგრაციის გზას ახლავს თან. ახალგაზრდებმა განიხილეს ევროკავშირის დაფინანსებული გაანთლების პროგრამები და მონაწილეობის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიზო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დამზადებული საინფორმაციო მასალები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გადაეცათ.