საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ევროპარლამენტის მოდელირება გაიხსნა

ივნისი 4, 2021

04.06.21 – საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ევროპარლამენტის მოდელირება გაიხსნა, თემებზე: ,,კოვიდ-19″ და „ევროპის ქვეყნები პანდემიის წინააღმდეგ”.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ,,ლიდერთა კლუბი” მიერ შეირჩა 3 კომიტეტი: კრიზისების დაძლევის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტები. დელეგატებმა შერჩეული 10 ქვეყნის მაგალითზე მიმოიხილეს COVID-19-ის პერიოდში არსებული ვითარება და მოსალოდნელი შედეგები.

მოდელირების გახსნას ესწრებოდა საინფორმაციო ცენტრის ნატოს და ევროკავშირის შესახებ კახეთის ბიუროს წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი ელენე სამხთუაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები არჩილ ჯაბადარი და ქეთი გრატიაშვილი და სწჯს საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი მაია ალექსიშვილი. მათ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს არაფორმალური და ფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.