საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის საზაფხულო ბანაკის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 14, 2023

14.07.23 – საგარეჯო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე, აგრეთვე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ განათლების პროგრამებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.