საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 16, 2022
16.06.22 – საგარეჯო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ფასეულობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გოგიტა ღვედაშვილმა, ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და დეზინფორმაციისგან თავის დაცვის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე.
შეხვედრას, რომელსაც 40 მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში, ბექა ექსეულიძემ გაუწია.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.