საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები; გამოთქვეს მოსაზრებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულების დინამიკაზე.

ღონისძიება განხორციელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.