საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2023

27.01.23 – სოფელი პატარძეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხები, ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული ფასეულობები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.