საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ,,წითელი ჯვრის’’ ფილიალის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 19, 2021
19.10.21 – საგარეჯო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ,,წითელი ჯვრის’’ ფილიალის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე „წითელი ჯვრის“ წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.