საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 1, 2023

01.06.23 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ერთობლივი ორგანიზებით, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელები და დებატების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიღწევებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებისა და ამ პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.