საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესახებ სიკეთეებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სტრუქტურებსა და მათი ფუნქციონირების საკითხებზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის ეტაპები და პროცედურები რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.