საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ადგილობრივ მოსახლეობასთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 5, 2023
05.06.23 – სოფელი მანავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე, აგრეთვე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრის ბოლოს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.